პრემიერის პრესსპიკერის განცხადებით, ქვეყანა სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზეა და სპეციალისტები ანალიზის საფუძველზე პროგნოზირებენ, რომ მიმდინარე 2-3 კვირის განმავლობაში ქვეყანა ვირუსის გავრცელების ყველაზე აქტიურ - პიკურ ფაზაში შედის.
"შესაბამისად, დღეს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს და მოქმედებას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება. უნდა გავაგრძელოთ იმ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ქვეყანას ვირუსის მასიური გავრცელების შეჩერების შესაძლებლობას მისცემს. რათა ამ ფაზას ლოგიკურად მოვაყოლოთ ეტაპობრივი ე.წ. გახსნის ფაზა, რაც დაწესებული შეზღუდვების ნაბიჯ-ნაბიჯ, და ეტაპობრივ მოხსნას გულისხმობს. ეს ფაზაც უნდა იყოს სწორედ ეტაპობრივად დაგეგმილი და ეს პროცესი აუცილებელია, ისეთივე წარმატებით გაგრძელდეს, როგორც მიმდინარეობდა შეკავების პროცესი," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გაახანგრძლივა.