დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ "ღამის კურიერის" ეთერში COVID-19-ის შესაძლო განვითარებაზე და რეინფიცირების შესაძლებლობაზე ისაუბრა. პაატა იმნაძის თქმით, შეუძლებელია იმის თქმა, იქნება თუ არა მომავალში ვირუსის გავრცელების ახალი ტალღა და ხელახალი დაინფიცირების შემთხვევები, თუმცა განაცხადა, რომ ე.წ ესპანურ გრიპს ჰქონდა გავრცელების 2 ტალღა:
"ეს დაავადება არის ძალიან გამოუცნობი, ამიტომაც ჩვენ ძალიან გვეშინია ყოველგვარი წინასწარი პროგნოზების, იგივე პოპულაციური იმუნიტეტის შექმნაზე და ასე შემდეგ. გვაქვს ე.წ ესპანური გრიპის ისტორია, რომელიც აღნიშნავს იმას, რომ იმ პანდემიას ჰქონდა 2 ძლიერი ტალღა. ერთი პირველი და მეორე, უფრო ძლიერი ტალღა. ამიტომაც, ახლა რამის თქმა, გარდა იმისა, რომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ... ჩვენ მოგვიწევს ვირუსთან ერთად თანაცხოვრება და რაღაცების შეცვლა ჩვენს ცხოვრებაში," - განაცხადა პაატა იმნაძემ.