პარლამენტმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის ვადის ამოწურვის შემდეგ საკარანტინო წესებისა და თვითიზოლაციის დარღვევის გამო ფიზიკურ პირს 2000, ხოლო იურიდიულ პირს - 10 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.
როგორც ცნობილი გახდა, შემცირებული ჯარიმები იმოქმედებს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებშიც და 2 მაისიდან მისი ოდენობა ფიზიკური პირისთვის 2000, ხოლო იურიდიული პირისთვის 10 000 ლარი გახდება.
პარლამენტმა აღნიშნული ცვლილებები 82 ხმით 0-ის წინააღმდეგ საგანგებო სესიაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა.
პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტის უფროსის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ეს აუცილებელი საპრევენციო ზომაა იმისთვის, რომ მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.
ოპოზიცია თვლის, რომ ჯარიმისთვის განსაზღვრული თანხის ოდენობა არაადეკვატურად მაღალია.