კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მასშტაბით უახლოეს პერიოდში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დაიწყება. ასევე, დაგეგმილია ქოლ-ცენტრის გახსნა, სადაც მოქალაქეები ვირუსთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე კომპეტენტურ პასუხებს მიიღებენ.
კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების პარალელურად, მცხეთა-მთიანეთში საგაზაფხულო სამუშაოებიც გრძელდება. რეგიონი ამ დრომდე, ე.წ. მწვანე ზონად რჩება, სადაც კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი ფაქტი არ დადასტურებულა.