"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების წამყვანის ეთერიდან მოხსნის გადაწყვეტილებას ეხმიანება და ფაქტს კრიტიკული ჟურნალისტების დევნის მორიგ მაგალითად მიიჩნევს.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მაუწყებლის ხელმძღვანელობა ბოროტად იყენებს ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ ვითარებას. EMC აჭარის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს დაინტერესდეს მიმდინარე პროცესებით და აქტიური კონტროლი განახორციელოს.