14 სექტემბერი 2026,   19:16
ვრცლად
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 23 პაციენტია მოთავსებული

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 23 პაციენტია მოთავსებული. ორი პაციენტი ე.წ. თერჯოლის კლასტერიდან დაემატა. საშუალო ასაკის ქალი და მამაკაცი კლინიკაში გუშინ შეიყვანეს.

ექიმ ედიშერ ასათიანის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შეიძლება ითქვას, რომ პაციენტებს კორონავირუსი თითქმის გადატანილი აქვთ. დამაკმაყოფილებელია სხვა პაციენტების მდგომარეობაც. ამ დროისთვის კლინიკაში გამოსაკვლევი პაციენტები არ ჰყავთ. დღეს კლინიკას კიდევ ერთი ადამიანი დატოვებს. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ჯამში 14 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დღის ამბები