18 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
დღის განმავლობაში 16 პაციენტი დატოვებს კლინიკას - ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 112 პაციენტი ჰყავთ. რეანიმაციულ განყოფილებაში კი 8 პაციენტი წევს. ლევან რატიანის თქმით, მათგან 3-ის მდგომარეობა მძიმე რჩება:

"დამატებით არც ერთი შემთხვევა არ დამძიმებულა. 3-ის მდგომარეობა ამ ეტაპამდე რჩება მძიმე, 5-ის - კლინიკური მაჩვენებლების დადებითი დინამიკით. დანარჩენი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილური.

ამ ეტაპზე უკვე მიდის 5 პაციენტი კლინიკიდან კორონავირუსის გარეშე, ველოდებით 11 პაციენტის ანალიზს, იმედი გვაქვს რომ თერთმეტივე მოვა უარყოფითი და დღის განმავლობაში 16 პაციენტი დატოვებს კლინიკას," - განაცხადა ლევან რატიანმა.

დღის ამბები