18 ნოემბერი 2024,   18:49
ვრცლად
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 2 პაციენტი განიკურნა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 2 პაციენტი განიკურნა. საავადმყოფოს მიმღები გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თეა თავართქილაძის თქმით, ერთმა სამედიცინო დაწესებულება გუშინ დატოვა, მეორე გამოჯანმრთელებული კი ხვალ გაეწერება:

"ერთი პაციენტი გუშინ გაეწერა კლინიკიდან კოვიდ-ინფიცირებული, უკვე გამოჯანმრთელებული, გადავიდა თვითიზოლაციაში. დღეისთვის გვყავს 39 ინფიცირებული. გვყავს ასევე ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი, რომელიც სავარაუდოდ ხვალ დატოვებს კლინიკას," - განაცხადა თეა თავართქილაძემ.

საავადმყოფოში მყოფი 39 ინფიცირებული  პაციენტიდან შედარებით მძიმე და საყურადღებოა ორი პაციენტის მდგომარეობა, რომლებსაც თანმხლები დაავადებები აქვთ. 

როგორც თეა თავართქილაძემ აღნიშნა, გუშინ კვლევისთვის გაიგზავნა 45 ანალიზი და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

თეა თავართქილაძემ სწრაფი ტესტირების აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ადამიანებს ექნებათ მინიმალური სიმპტომები ისინი აუცილებლად უნდა გაიტესტონ.

დღის ამბები