21 იანვარი 2025,   13:03
ვრცლად
ჩვენი მიზანი და სამომავლო სტრატეგია აქტიური ტესტირება იქნება - თამარ გაბუნია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      მასობრივ ტესტირებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნას ჯანდაცვის უწყებაში უპასუხეს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, შემზღუდავი ღონისძიებების შესუსტების შემდეგ აქტიური ტესტირება ჯანდაცვის უწყების სტრატეგიაა:

      "ჩვენი მიზანი და სამომავლო სტრატეგია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შესუსტდება შემზღუდავი ღონისძიებები,  იქნება კიდევ და კიდევ აქტიური ტესტირება, იმისთვის, რომ დროულად მოხდეს ყველა შესაძლო შემთხვევის იდენტიფიცირება. ამდენად, ჩვენ მნიშვნელოვანია ეს სურათი წარმოვიდგინოთ მთლიანობაში, როგორც ტესტირებულთა, ასევე გამოვლენილთა რაოდენობის ერთმანეთთან შეფარდებით და გავაკეთოთ ის ანალიზი, რაც მოგვცემს სწორი ეპიდემიოლოგიური გადაწყვეტილების და სამომავლო ეტაპების სწორად დაგეგმვის საშუალებას," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

      დღის ამბები
      მეტი