18 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
ოზონოთერაპიით 3 პაციენტს ვირუსი გაუქრა, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა საოცარია - თენგიზ ცერცვაძე ბათუმელი ექიმების მეთოდზე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის დროს ოზონოთერაპიის გამოყენება ძალიან წარმატებული იყო და ოთხი პაციენტიდან სამს COVID-19 გაუქრა მე-7 და მე-9 დღეს. ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა:

"შეხვედრაზე საუბარი იყო ბათუმის გამოცდილებაზე, სადაც ოზონოთერაპია გამოიყენეს ამ დაავადების დროს და წინასწარი მონაცემებით, ძალიან წარმატებული იყო. მათ ოთხ პაციენტზე გამოიყენეს ოზონოთერაპია და 3 პაციენტს ვირუსი გაუქრა მე-7 და მე-9 დღეს. თუ შემდგომში ეს ტენდენცია გაგრძელდა, ეს საოცარია იმიტომ, რომ ჩვენს პაციენტებს ვირუსი უქრებოდათ კარგ შემთხვევაში, მე-13 მე-14 დღეს, ზოგს 21-ე დღეს, ხოლო ზოგს შეიძლება სულაც 2 თვის შემდეგ. ყველამ იცის, რა არის ოზონი. ეს თერაპია გულისხმობს ოზონის, O 3-ის შეყვანას ადამიანის ორგანიზმში სპეციალური მეთოდით. არის დანადგარი, რომელიც გამოიმუშავებს ოზონს, ხდება მისი გაზავება ხსნარში და ინტრავენურად გადაესხმება პაციენტს," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დღის ამბები