21 იანვარი 2025,   02:43
ვრცლად
საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ხვალ კოპენჰანგენი-თბილისის სპეცრეისი შესრულდება
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      საქართველოში 180 მოქალაქე დაბრუნდა. შესრულდა სპეციალური ფრენა ვარშავა -ბათუმი. ქალაქის აეროპორტში რეისს ეპიდემიოლოგები და საწარმო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ბრიგადა დახვდა.

      აეროპორტიდან ყველა მგზავრი საკარანტინე სივრცეებში გადაიყვანეს.

      ამავე რეისით ჩამოასვენეს მამაკაცი, რომელიც პოლონეთში გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა მის გარდაცვალებას კავშირი არ აქვს კორონავირუსთან.

      საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტატინიდი აცხადებს, რომ ხვალ კოპენჰანგენი-თბილისის სპეციალური რეისი განხორციელდება.

      "რეისით სარგებლობა შეეძლოთ შშმ პირებს, საქართველოს 180 მოქალაქე ჩამოფრინდა. ხვალ განხორციელდება რეისი კოპენჰანგენი-თბილისი. საქართველოში ასევე დანიიდან და სკანდინავიის ქვეყნებიდან დაბრუნდება საქართველოს 40-მდე მოქალაქე,"- განაცხადა ვლადიმერ კონსტატინიდმა.