"ევროპული საქართველო" ანტიკრიზისულ გეგმას აკრიტიკებს. პარტიაში აცხადებენ, რომ გეგმა არასრულყოფილია.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მთავრობის მიერ გათვალისწინებული თანხები მოსახლეობის დახმარებისა და ქვეყნის ეკონომიკის კრიზისის დასაძლევად არასაკმარისია.
ამასთანავე დავით ბაქრაძე ამბობს, რომ გეგმა ჯერ მხოლოდ ფურცელზეა წარმოდგენილი დამანამ სანამ პირველი მოქალაქე დახმარებას მიიღებს დიდი დრო გავა.
"ეს არასრულყოფილი გეგმაც კი, ჯერჯერობით არის მხოლოდ ფურცელზე არსებული და ძალიან დიდი დრო გავა, სანამ პირველი გაჭირვებული ადამიანი აიღებს თუნდაც ელემენტარულ დახმარებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს ან არ არის მზად, ადეკვატურად უპასუხოს ეკონომიკურ გამოწვევას, რომელიც კრიზისმა შექმნა ქვეყანაში,: - განაცხადა დავით ბაქრაძემ.