18 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
თეთრიწყაროში ათეულობით ადამიანის ანალიზის პასუხს ელოდებიან - "კურიერის" გუნდი ადგილზე მუშაობას აგრძელებს

ჩაკეტილ თეთრიწყაროში კარანტინსა და თვითიზოლაციაში გადასული პირების რაოდენობა იზრდება.

47 მოქალაქეა კარანტინში, თვითიზოლაციაშია 98 ადამიანი. რეგიონში ინფიცირების 20 შემთხვევაა, ელოდებიან ათეულობით პირის ანალიზის პასუხს.

ინფიცირებულებს შორის არიან ექიმები და მერიის ერთი თანამშრომელი. ირკვევა, რომ მერიის წარმომადგენელს შეხება ჰქონდა სხვა თანამშრომლებთანაც.

ეპიდემიოლოგები ახლა აქტიურად მუშაობენ კონტაქტების დადგენაზე. განსაკუთებული ზომების მიღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ადგილობრივი საავადმყოფოს პერსონალის ინფიცირების წყაროს ვერ მიაგნეს.

"კურიერის" გუნდი თეთრიწყაროში აგრძელებს მუშაობას და მთავარ გამოშვებაში მაყურებელი ნახავს, რა ხდება რეგიონში. ასევე, მიმდებარე მუნიციპალიტეტებში, როგორ ცხოვრობს ხალხი მკაცრი კარანტინის პირობებში და აქვთ თუ არა რაიმე სახის პრობლემა.

დღის ამბები