21 იანვარი 2025,   02:43
ვრცლად
საგანგებო მდგომარეობა მოსახლეობის რეპრესიების ინსტრუმენტი არ უნდა გახდეს - მიშელ ბაჩალეტი
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა მოსახლეობის რეპრესიებისა და კონტროლის ინსტრუმენტი არ უნდა გახდეს - ეს განცხადება გაერო-ში ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი კომისარმა, მიშელ ბაჩალეტმა გააკეთა.

      მისივე თქმით, თუ კანონის უზენაესობა დაცული არ იქნება, ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით ჯანდაცვის სფეროში საგანგებო სიტუაცია კატასტროფად იქცევა.

      "საგანგებო მდგომარეობის შემოღებით მინიჭებული უფლებამოსილება არ უნდა იყოს იარაღი, რომელსაც მთავრობა გამოიყენებს მოსახლეობაზე კონტროლისთვის ან განსხვავებული აზრის ჩასახშობად. ეს უფლებამოსილება პანდემიასთან ეფექტური ბრძოლისთვის უნდა იყოს გამოყენებული,“ - აცხადებს გაერო-ში ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი კომისარი, მიშელ ბაჩალეტი