25 აპრილი 2024,   13:17
ვრცლად
ჩინეთმა გერმანიას 10 მილიონი სამედიცინო ნიღაბი გადასცა

გერმანიას ჩინეთმა 10 მილიონი სამედიცინო ნიღაბი გადასცა. ეს უკვე რიგით მეორე სატვირთო თვითმფრინავია, რომელმაც ჩინეთიდან გერმანიაში სამედიცინო აღჭურვილობა ჩაიტანა. პირველ ჯერზე გერმანიას დახმარების სახით 8.5 მილიონი სამედიცინო პირბადე გადაეცა, ლაიპციგის აეროპორტში ჩინეთის დელეგაციას გერმანიის თავდაცვის მინისტრი დახვდა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, გერმანია ჩინური მხარისგან 25 მილიონ სამედიცინო პირბადეს მიიღებს.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 157 946 ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილია 5 976 პაციენტი. 

“მსოფლიოს ერთერთმა უდიდესმა სატვირთო თვითმფრინავმა 10 მილიონი სამედიცინო პირბადე ჩამოიტანა ჩინეთიდან. ეს მხოლოდ ნაწილია 25 მილიონი პირბადიდან, რომელსაც ჩინური მხარისგან ველოდებით. ჩვენ გამოვიყენეთ შესაძლებლობა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის დახმარებით მოვახდინეთ სამედიცინო ინვენტარის ტრანსპორტირება, რაც კორონავირუსის კრიზისისას მნიშვნელოვანი დახმარებაა,“ - აცხადებს გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი.

დღის ამბები