18 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
ტესტირებები ჩვენ არ გვიტარდება, ვცხოვრობთ ისე როგორც ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე - ხათუნა ზახაშვილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განმარტებით, ტესტირება უკეთდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც რისკჯგუფს წარმოადგენენ. ხათუნა ზახაშვილის თქმით, დაავადებათა კონტროლის თანამშრომლებს ტესტირება არ უტარდებათ, და ცხოვრობენ ისეთ რეჟიმში როგორც ცხოვრობს დანარჩენი საქართველო.

"ტესტირება მთავრობის სპეციალური ჯგუფებისთვის არ არსებობს, ტესტირება უკეთდება ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აქვს COVID ინფექციის ე.წ შესაძლო შემთხვევა და ასევე მაღალი რისკის ჯგუფის ადამიანებს, რომელთა სიაშიც ჯერჯერობით, მხოლოდ სამედიცინო პერსონალი შედის. ჩვენი დაწესებულების ყველა ის თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ საველე სამუშაოებით არის დაკავებული. ეს ადამიანები პერიოდულ ტესტირებას, რა თქმა უნდა, გადიან რაც შეეხება ხელმძღვანელობას მათ ტესტირება არ გაუვლიათ. უბრალოდ ჩვენთან მიმდინარეობს ჯანმრთელობის თვითმონიტორინგი, ყველა თანამშრომელი გადის ყოველდღიურად თერმოსკრინინგს. ჩვენს ცენტრში ჯერჯერობით COVID შემთხვევა არ გვქონია. ჩვენ ვცხვოვრობთ ისე როგორც ცხოვრობს მთელი ქვეყანა არავითარი განსაკუთრებული რეჟიმი ან ტესტირებები ჩვენ არ გვიტარდება. სადაც უნდა ვიდგეთ იქ ვდგავართ ახლაც,"- განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

დღის ამბები