ლუგარის ლაბორატორიიდან კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით ახალციხის ცხელების ცენტრის 22 თანამშრომლის პასუხს ელოდებიან. ისინი უკვე რამდენიმე დღეა, თვითიზოლაციაში იმყოფებიან. მათი თვითიზოლაცია საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც ახალციხის ცხელების ცენტრში მოთავსებულ მამაკაცს, ლაბორატორიული კვლევებით COVID-19 დაუდასტურდა.
ჯამში, კლინიკა "იმედში" 40 ანალიზის პასუხს ელოდებიან.
კლინიკის მენეჯერი გიორგი ბარძიმაძე აცხადებს, რომ ტესტირება ჩაუტარდება ყველა იმ პირს, ვინც იმ დროს მუშაობდა
"ეს COVID-19-ის პროგრამის თანმდევი პროცესია და ის კლასტერი, ვინც ამ პერიოდში მუშაობდა, ყველას ტესტირება ჩაუტარდება,"- განაცხადა გიორგი ბარძიმაძემ.
ახალციხეში, კორონავირუსი კარანტინიდან ცხელების ცენტრში გადაყვანილ ერთ პირს 25 აპრილს დაუდასტურდა.