01 მაისი 2024,   07:42
ვრცლად
COVID-19 არ დასრულებულა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საგანგებო მდგომარეობად რჩება - ჯანმოს დირექტორი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, მსოფლიო პანდემია არ დასრულებულა, საგანგებო ვითარება ისევ რჩება და სახელმწიფოები არ უნდა მოეშვან. სიფრთხილე ჯანმოს მთავარი რეკომენდაციაა.

"პანდემიამ აჩვენა რომ ყველაზე ძლიერი სახელმწიფოების ჯანდაცვის სისტემებიც კი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ. COVID-19 არ დასრულებულა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საგანგებო მდგომარეობად რჩება. კორონავირუსის შესახებ ჯერ კიდევ ბევრ რამეს უნდა გავეცნოთ. ჯერჯერობით COVID-19 -ის სამკურნალოდ არ არსებობს ვაქცინა და არც ლიცენზირებული მკურნალობის საშუალებები," - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი  ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.

დღის ამბები