01 მაისი 2024,   07:47
ვრცლად
COVID-19 რუსეთის მთავრობაში - პრემიერის შემდეგ კორონავირუსი მშენებლობის მინისტრს და მის მოადგილეს დაუდასტურდათ

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში კორონავირუსის შემთხვევები მატულობს. რუსეთში მთავრობის წევრები არიან ინფიცირებულები, მშენებლობის მინისტრს ვლადიმერ იაკუშევს და მის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მანამდე COVID-19 რუსეთის პრემიერ-მინისტრს დაუდასტურდა. რუსეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 115 ათას აღწევს. რთული ვითარებაა თურქეთშიც, სადაც კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 122 ათას გაცდა. დაღუპულია 4 ათასამდე ადამიანი. ინფიცირებულთა რიცხვი სომხეთში 2 ათასს, აზერბაიჯანში კი ათას 800-სს გასცდა.

დღის ამბები