01 მაისი 2024,   03:38
ვრცლად
საფრანგეთში 106 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა

საფრანგეთში 106 წლის ქალმა, სახელად მარი ლე-ფერვმაკორონავირუსი დაამარცხა. მას COVID-19 მოხუცთა თავშესაფარში დაუდასტურდა, სადაც 200 ხანდაზმული ცხოვრობს. ქალს მაღალი ტემპერატურა და სისუსტე ჰქონდა, ახლა კი თავს კარგად გრძნობს. ლე-ფერვი ამბობს, რომ 1914 წელს დაიბადა, პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ნახა ბევრი ომი გაჭირვება, რაც მთავარია მოესწრო ეგრეთწოდებულ ესპანურ გრიპს, პანდემიას რომელმაც მეოცე საუკუნის დასაწყისში მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა. ყველაფერს გაუძლო და ახლაც იცოდა, რომ გადარჩებოდა.

106 წლის ქალმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეშინოდა, მაგრამ ის ამბობს, რომ მამაცია, სიმამაცე კი შიშს არ გამორიცხავს, რადგან იყო გაბედული ნიშნავს მართავდე შენ თავს და შენ შიშებს. ფსიქოლოგიური განწყობა, ეს იყო მისი ერთგვარი რეცეპტი დაავადების დამარცხებასთან ბრძოლაში.

დღის ამბები