18 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
"რემდესივირი" არ კურნავს, პრეპარატმა შესაძლებელია მხოლოდ შეამსუბუქოს პაციენტის მკურნალობა 2 ან 3 დღით - გიორგი ფხაკაძე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ "რემდესივირი" პაციენტს მკურნალობის ხანგრძლივობის შემცირებაში ეხმარება და არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ის კორონავირუსისგან კურნავს:

"ვინაიდან FDA-მ მისცა თანხმობა ეს ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ, რომ მძიმე პაციენტებისთვის შესაძლებელია, რომ დაეხმაროს და 2 ან 3 დღით შეუმსუბუქოს მკურნალობა, მაგრამ ეს არ კურნავს, ამისი მტკიცებულება არ არსებობს და სიკვდილიანობასაც არ წევს ქვევით," - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

დღის ამბები