18 ნოემბერი 2024,   19:45
ვრცლად
საქართველოში ინფიცირებულ მედიკოსთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა - ყვარელში ვირუსის მქონე სასწრაფოს ექიმი ათობით გამოძახებაზე იმყოფებოდა 

კახეთში "მწვანე ზონა" დაირღვა - რეგიონში COVID-19-ის პირველი შემთხვევა ყვარელში სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ათობით გამოძახებაზე იმყოფებოდა. მედიკოსების დაავადების შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება. დღეს კახეთის გარდა ინფექცია მედიკოსებს დაუდასტურდათ მარნეულშიც - ინფიცირებულია სასწრაფო დახმარების 9 თანამშრომელი, მარნეულში ინფიცირებული მედიკოსების საერთო რაოდენობა ამ დროისათვის 30-ია. გაფართოვდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში ინფიცირებული მედდის კლასტერიც, ინფექცია ქალთან კონტაქტში მყოფ კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ჯერჯერობით ძნელია დაინფიცირების წყაროზე საუბარი:

"ქალბატონი გახლდათ სასწრაფო დახმარების ექიმი, ამავე დროს იყო "ევექსის" საავადმყოფოში ექიმი, 60-მდე პაციენტთან არ ყოფილა, გაცილებით ნაკლებ პაციენტთან არის ნამყოფი. დათვლილი და გამოკვლეულია მისი მორიგეობის დროს ყველა გამოძახება. ვიცით ყველა თანამშრომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ევექსშიც და სასწრაფოშიც. ის ადამიანები რომლებიც ამ შემთხვევის გამო რისკჯგუფში არიან, ჩვენ თვითიზოლაციას გვირჩევნია, რომ კარანტინში გადავიყვანოთ. სანამ ტესტირება არ ჩატარდება ძნელია დაზუსტებით თქმა ვინ არის წყარო," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი აცხადებს, რომ ინფიცირებული ქალის თანამშრომლებს სასწრაფო სამედიცინო სამსახურში კორონავირუსი არ დაუდგინდათ, რაც შეეხება ევექსის კლინიკის თანამშრომლებს, მათი ანალიზები უახლოეს პერიოდში ლუგარის ლაბორატორიაში გაიტესტება:

"ყველა თანამშრომლის კვლევა არის უარყოფითი, გუშინდელი მდგომარეობით არცერთი თანამშრომელი ინფიცირებული არაა, რაც შეეხება ევექსის კონტაქტებს აღებულია ყველა ნიმუში და გაიგზავნება ლუგარში გასატესტად, 4 ოჯახის წევრი ჰყავს და მათი ნიმუშებიც აღებულია და იგზავნება,"  - განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.  მისი თქმით, სასწრაფოს თანამშრომელს ჩივილები არ ქონია და ეს იყო აგრესიული ტესტირების ფარგლებში გამოვლენილი შემთხვევა

დღის ამბები