18 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიამ მუშაობა სრული დატვირთვით დაიწყო

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიამ მუშაობა სრული დატვირთვით დაიწყო. დღეს აქ COVID 19-ზე PCR ტექნოლოგიით 81 პაციენტს გამოიკვლევენ. მათ შორის არიან მედიკოსებიც

როგორც ლაბორატორიის ხელმძღვანელი ლელა ქაჯაია ამბობს, ხვალ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსებს გაუკეთებენ ტესტირებას. 

"უკვე ადგილზეა ჩინური რეაქტივები, ამ მხრივ დაბრკოლება არ გვექნება. ხვალ სხვა პაციენტებს შორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსებს გამოვიკვლევთ. აღსანიშნავია ისიც, რომ დადებითი დინამიკა სამეგრელოში შენარჩუნებულია,"- აღნიშნა ლელა ქაჯაიამ.

ამ დრომდე სამეგრელოში კორონავირუსის მხოლოდ ორი შემთხვევა დადასტურდა და ორივე პაციენტი გამოჯანმრთელებულია.

დღის ამბები