ზუგდიდში COVID-19-ზე სასწრაფოს ექიმებს იკვლევენ. ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 112-ის 17 თანამშრომელი გამოიკვლიეს, თითოეულ მათგანზე პასუხი უარყოფითია.
საავადმყოფოს ინფორმაციით, PCR ტესტებით COVID-19-ზე კვლევა ამ წუთებშიც გრძელდება. ლაბორატორიის ხელმძღვანელის ლელა ქაჯაიას ინფორმაციით, 112-ის თანამშრომლების მეორე ნაწილს, ასევე საკარანტინო ზონიდან და ცხელების ცენტრებიდან შესულ ბიოლოგიურ მასალებს იკვლევენ.
ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღეისათვის სულ 40 პაციენტის ბიოლოგიური მასალა შევიდა.