ბათუმის კლინიკა "მედალფას" გადაუდებელი დეპარტამენტის უფროსის, გიორგი ლომიძის ინფორმაციით, კლინიკაში 7 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. მისივე თქმით, მათ კორონავირუსზე პროტოკოლით გათვალისწინებული პირველადი ტესტირება უკვე ჩაუტარდათ, ახლა კი განმეორებითი ანალიზის პასუხებს ელოდებიან.
გიორგი ლომიძის განცხადებით, ბათუმის "მედალფაში" კორონავირუსით ინფიცირებული სულ 23 პაციენტია. როგორც მან აღნიშნა, ერთი პაციენტი, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თავს უკეთ გრძნობს. დანარჩენ პაციენტებს ორმხრივი პნევმონია აღენიშნებათ, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია.