სამეგრელოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა კვლავ არ დაფიქსირებულა.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გუშინ რეგიონში ტესტირება 43-მა მოქალაქემ გაიარა, მათ შორის 40 პირის პასუხი Covid უარყოფითია, სამის ანალიზის შესახებ კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე სასწრაფოსა და ცხელების ცენტრების ექიმებიც გამოიკვლიეს.
ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 142 პირი იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 174.
რაც შეეხება ჯარიმებს, თვითიზოლაციის წესების დარღვევისათვის - 1 ადამიანი, საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის კი 3 პირი დააჯარიმეს.