27 აპრილი 2024,   17:43
ვრცლად
დონალდ ტრამპმა აშშ-ის სპეცსამსახურები კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაციის დაგვიანებით გავრცელებაში დაადანაშაულა

კორონავირუსის წარმოშობის და გავრცელების საკითხი მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მსჯელობა გრძელდება შეერთებულ შტატებშიც. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ქვეყნის დაზვერვის სამსახური, ინფორმაციის დაგვიანებულ გავრცელებაში დაადანაშაულა.

ტრამპმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ შტატების სპეცსამსახურებს კორონავირუსის საკითხი, იანვრის ბოლომდე არ დაუსვამთ. პრეზიდენტის თქმით, სპეცსამსახურებმა კორონავირუსზე ლაპარაკი დაიწყეს იანვრის ბოლოს, ანუ მის მიერ ჩინეთიდან შტატებში ჩასვლის აკრძალვამდე ცოტა ხნით ადრე და მაშინ რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეზე არ მიუთითებდნენ.

ჰქონდა თუ არა შეერთებული შტატების პრეზიდენტს კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია, ამაზე ტრამპის მიმართ კრიტიკულად განწობილი მედია გამოძიებას აწარმოებს.

"დაზვერვამ ინფორმაცია მომაწოდა იმის შესახებ, რომ მე მართალი ვიყავი და მათ ვირუსის მნიშვნელობისთვის იანავრის ბოლომდე ყურადღება არ გაუმახვილებიათ. ჩინეთიდან შტატებში ჩასვლის აკრძალვამდე ისინი საუბრობდენენ იმაზე, რომ ვირუსი საფრთხის შემცველი არ იყო," - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

  

დღის ამბები