"კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ეს კანონპროექტი არის სასიცოცხლო საფრთხის შემქმნელი არამხოლოდ ჩვენი ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ მთლიანად, დასავლურ სამყაროსთან ურთიერთობაში არის წითელი ხაზის გადაკვეთა," - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ფავლენიშვილი აშშ-ის 14 სენატორის წერილს, რომელშიც აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობის გადახედვაზეა საუბარი,
მისივე თქმით, ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გაიწვიოს კანონი, რადგან ის ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.
"ამიტომ, სასწრაფოდ უნდა იქნეს გაწვეული ეს კანონპროექტი, რადგან აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს და ყველა ქართველის ინტერესებს, რომელთაც სურთ დასავლური სამყაროს წევრობა," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.