16 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
29-ში ძალიან დიდი შეკრება გაიმართება, ჩვენ კიდევ ერთხელ საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომელ მხარეს არის სიმართლე - ირაკლი ღარიბაშვილი

ქართული ოცნების მიერ დაანონსებული 29 აპრილის შეკრებასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე საუბრობს. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ გუნდის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან კიდევ ერთხელ გამოჩნდება, სად დგას სიმართლე.

"29-ში ძალიან დიდი შეკრება გაიმართება რუსთაველზე, სადაც ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბატონი ბიძინა ივანიშვილი მიმართავს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს. მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული ჩვენი გუნდის მიერ. ვინაიდან, ხალხში მართლაც არსებობს ძალიან ძლიერი ინტერესი და სურვილი იმისა, რომ გამართულიყო ასეთი შეკრება. ეს ერთგვარად, დავარქვათ სადემონსტრაციო შეკრებაც არის წინასაარჩევნოდ, ასეთი შეკრებები ყოველთვის იმართებოდა და გაიმართება, აქ უჩვეულო არაფერი არ არის.

პირიქით, ჩვენ კიდევ ერთხელ, საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, თუ სად დგას სიმართლე, რომელ მხარეს არის სიმართლე. გამოჩნდება ძალიან მალე რომელ მხარეს დგას სიმართლე და სად დგას ქართველი ხალხი.

ქართველი ხალხის ნებას ვერავითარი ძალა ვერ აღუდგება წინ. ეს კარგად დაიმახსოვროს ყველამ. ის ხელმოცარული ე.წ. რადიკალური ოპოზიცია, რომლებიც ცდილობენ, რომ მოკავშირეების დახმარებით გარკვეული დამატებით ჟანგბადი მიიღონ და დამატებითი ქულები ჩაიწერონ, ვერაფერს ვერ გახდებიან. ჩვენი ხალხი არის ძალიან ბრძენი, ხალხმა ძალიან კარგად იცის, სად დგას სიმართლე. და მეორე ის, რომ ეს იქნება გზავნილი იმისა, რომ ქართველი ხალხი ხელისუფლებასთან ერთად და ხელისუფლება ქართველ ხალხთან ერთად არ დაუშვებს ქვეყანაში არავითარ არეულობას, დესტაბილიზაციას და რაიმე პროვოკაციებს. ჩვენ კარგად ვიცით, რა არის რადიკალური ოპოზიციის სურვილი. სურვილი იყო, რომ მომხდარიყო რევოლუცია ქვეყანაში. ბოლო სამ წელიწადში სამი მცდელობა იყო რევოლუციის მოხდენის. რა თქმა უნდა, ეს ყველა მცდელობა მათთვის დასრულდა კრახით, ასეთივე წარუმატებლად, სრულ ფიასკოს განიცდის დარწმუნებული ვარ. ხალხის მხარდაჭერით, უფლის შეწევნით, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ჩვენ არჩევნებს ძალიან ძლიერად მოვიგებთ და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები