27 აპრილი 2024,   19:08
ვრცლად
კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში 270 ანალიზია გაგზავნილი

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში 270 ანალიზია გაგზავნილი. აქედან 51 ბიოლოგიური ნიმუში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ეკუთვნის, 64 კარანტინში მყოფ პირს, ხოლო დანარჩენი 155 ცხელების ცენტრებიდან და ინფიცირებულთან კავშირში მყოფ მოქალაქეებს.

დაავადებთა კონტროლის კახეთის რეგიონული განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ყველა ნიმუში გუშინ გვიან გაიგზავნა და COVID-19-ზე პასუხი დღის განმავლობაში იქნება ცნობილი.

გაგზავნილ ნიმუშებს შორის არის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში თვითიზოლაციაში მყოფი 4 მოქალაქის და ყვარელში ინფიცირებულ ქალთან კავშირში მყოფი პირების ანალიზები.

რაც შეეხება რეგიონს, საკარანტინო სივრცის 10 ლოკაციაზე 459 მოქალაქე იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციაში 35.

ყვარლის სასწრაფო დახმარების ცენტრის ექიმის დაინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობია.

დღის ამბები