03 მაისი 2024,   10:04
ვრცლად
აშშ-ში COVID-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი უკვე 72 ათასს აჭარბებს

შეერთებულ შტატებში კი COVID-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი უკვე 72 ათასს აჭარბებს. ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი ვარაუდობს, რომ შტატის ზოგიერთი ნაწილი შესაძლოა, ერთ კვირაში გაიხსნას. დონალდ ტრამპის განცხადებით კი, თეთრი სახლის, ვირუსთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფი მაისის ბოლოს ახალი შემადგენლობით ჩანაცვლდება.

ტრამპი აცხადებს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, გასაჯაროვდება ინფორმაცია, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი, თუ საიდან წარმოიშვა ახალი კორონავირუსი.

"ჩვენ ქვეყანას ვიბრუნდებით, მაიკლ პენსმა და სამუშაო ჯგუფმა შესანიშნავი სამუშაო გასწიეს, მაგრამ ჩვენ ახლა ვხედავთ ცოტა განსხვავებულ ფორმას და ეს ფორმა არის უსაფრთხოება და ეტაპობრივი გახსნა. ამისთვის, სავარაუდოდ, განსხვავებული ჯგუფი გვექნება. ჩვენ ვერ შევძლებთ ჩვენი ქვეყნის დახურვას მომდევნო 5 წლის განმავლობაში,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

დღის ამბები