რუხის საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით ერთი წლის ბავშვი შეიყვანეს.
საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ნიკა ქურციკიძის ინფორმაციით, გამოკვლევების შემდეგ, პროტოკოლით, მცირეწლოვანს PCR ტესტი ჩაუტარდება.
რაც შეეხება უკვე დადასტურებულ შემთხვევას, შუახნის ქალს თურქეთში მოგზაურობის ისტორიით მსუბუქად გამოხატული პნევმონია აქვს. ის რუხის კლინიკაში პირველი დადასტურებული შემთხვევაა. ამჟამად რუხის კლინიკაში ცხელებით 7 პაციენტი მკურნალობს.