კომპანია "აჭარაბეთი" ნახევარ მილიონ ლარს კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტების შესაძენად სახელმწიფოს გადასცემს. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი კრიზისის დროს კერძო სექტორის მხრიდან სახელმწიფოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
"სრულად ვიზიარებთ სოციალურ პასუხისმგებლობას და მიგვაჩნია, რომ ასეთ დროს აუცილებელია კერძო სექტორის სახელმწიფოს გვერდით დგომა. სწორედ ამიტომ, დამატებით გამოვყოფთ ნახევარი მილიონი ლარის მოცულობის ფინანსურ რესურსს, რომელიც მოხმარდება საქართველოსთვის სწრაფი ტესტების შეძენასა და ქვეყანაში ჩამოტანას. მნიშვნელოვანია, თუ აღნიშნული გადაწყვეტილება იქნება მოტივაცია სხვა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. გვჯერა ერთობლივი ძალებით ყველა პრობლემა დაძლევადია,"- აღნიშნავენ "აჭარაბეთში".