18 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
კორონავირუსი ​საგარეჯოში - მიმდინარეობს ინფიცირებულ მედდასთან კავშირში მყოფი 60 ადამიანის კვლევა

კორონავირუსი ​საგარეჯოში მედიკოსს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე იკვლევენ ექთანთან კავშირში მყოფ 60 ადამიანის ბიოლოგიურ ნიმუშსაც. ინფიცირებული ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომელია და სავარაუდოდ, მისი დაინფიცირება სწორედ იქ მოხდა. ექთანს PCR ტესტირება ორი დღის წინ ჩაუტარდა მას შემდეგ, რაც მან ბოჭორიშვილის კლინიკაში მორიგეობა დაასრულა და საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალსში" მივიდა. მას COVID-19 ის სიმპტომები არ აღენიშნებოდა.

დღის ამბები