მოსკოვში ქართული ეკლესიის წინამძღვარს COVID-19 დაუდასტურდა. რუსეთში ქართული დიასპორის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მკურნალობის კურსს გადის კიდევ ორი ქართველი სასულიერო პირიც, თუმცა უცნობია არიან, თუ არა ისინი ახალი კორონავირუსით ინფიცირებული.
ტაძარს დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა და რუსეთში კარანტინის დასრულებამდე დაიხურა.