06 სექტემბერი 2026,   15:29
ვრცლად
პაციენტმა​ კორონავირუსის სიმპტომებით ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს თვითდინებით მიმართა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს პაციენტმა, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნება კლინიკას თვითდინებით მიმართა. ექიმ თემურ ნადირაძის თქმით, პაციენტს ტემპერატურა აქვს და მას ტესტირება ჩაუტარდება.

ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით სულ 6 პაციენტი გადის მკურნალობას, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ერთი კლინიკას დღეს დატოვებს.

კლინიკიდან გუშინ ოთხი გამოჯანმრთელებული პირი გაეწერა, მათგან ორი არასრულწოვანია, ისინი კარანტინში გადავიდნენ.

დღის ამბები