04 მაისი 2024,   02:12
ვრცლად
უნდა მოვაშოროთ ბევრი არასაჭირო რეგულაცია, გადასახადების მიმართულებითაც - მიხეილ სააკაშვილი საკუთარ გეგმებზე საუბრობს

საკუთარ გეგმებზე მიხეილ სააკაშვილმა პირველად, უკრაინაში ადგილობრივ მედიასაშუალებებთან ისაუბრა. როგორც უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, აუცილებელია, რომ ქვეყანაში გაუქმდეს რეგულაციები, მათ შორის გადასახადების მიმართულებითაც.

"პირველ რიგში, უნდა მოვაშოროთ ბევრი არასაჭირო რეგულაცია, რომელიც თითქმის ყველა სფეროშია.  თუნდაც გადასახადების მიმართულებით. ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი. რეფორმების გატარება არ იქნება კოსმეტიკური ხასიათის. ალბათ გახსოვთ ჩემი კანდიდატურის დამტკიცებამდე რა განცხადებები კეთდებოდა. რას აღარ ამბობდნენ.

ყველასთვის ნათელია, რომ პრეზიდენტ ზელენსკის სურს უბრალო ხალხს დაეხმაროს. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ჩვენი საქმიანობა იქნება ერთობლივი, მთავარი როლი ცხადია პრეზიდენტს აქვს. მე, უბრალოდ შევთავაზებ ჩემს შეხედულებებს," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ გუშინ დანიშნა. 

დღის ამბები