06 სექტემბერი 2026,   16:11
ვრცლად
საგარეჯოს  კლინიკის ექთანის კონტაქტები 39-დან 16-მდე შემცირდა, მისი ოჯახის წევრებს კი კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

ბოჭორიშვილის კლინიკისა და საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალსის" ექთანის ოჯახის წევრებს, მათ შორის მის მეუღლეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

თავდაპირველი მოძიებული სავარაუდო კონტაქტები 39-დან 16-მდე შემცირდა. საავადმყოფოს ვიდეო კადრების დათვალიერების საფუძველზე კავშირში იმყოფებოდა მხოლოდ 7 მედიკოსი, ყველა მათგანის ტესტირება COVID-19-ზე უარყოფითია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა.

რაც შეეხება ინფიცირებულ ქალს, სიმპტომები არ აღენიშნება და მას კორონავირუსი მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში გამოუვლინდა. როგორც ნელი ხინაზიშვილმა განაცხადა, სავარაუდო წყარო ბოჭორიშვილის კლინიკაა.

ხიზანიშვილისვე თქმით, გრძელდება კვლევები და განმეორებითი ტესტირება. იმ შემთხვევაში, თუ კახეთში მოძიებული კონტაქტებიდან არცერთს კორონავირუსი არ დაუდგინდა, ეს არ ჩიათვლება რეგიონის შემთხვევად.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ რეგიონის ცხელების ცენტრებიდან და საკარანტინო სივრცეებიდან გაგზავნილ ბიოლოგიურ ნიმუშზე პასუხი უარყოფითია.

"სამედიცინო დაწესებულების ვიდეოკამერებიდან ამოღებული ვიდეომასალის საფუძველზე ძალიან შემცირდა კონტაქტების წრე, რომლებთანაც ამ ქალბატონს ჰქონდა კავშირი სამედიცინო დაწესებულებაში და ეს შემცირდა 7-მდე. ანუ დღევანდელი მონაცემი სულ ქონტაქტების რაოდენობა გახლავთ 16, მათ შორის 9 საოჯახო და 7 სამედიცინო კონტაქტი," - აცხადებს ნელი ხიზანიშვილი.

დღის ამბები