04 მაისი 2024,   08:53
ვრცლად
დაასრულეთ სიძულვილისა და ქსენოფობიის ცუნამი, რომელიც პანდემიამ გამოიწვია - გაეროს გენმდივანი

"დაასრულეთ სიძულვილისა და ქსენოფობიის ცუნამი, რომელიც პანდემიამ გამოიწვია" - მსოფლიოს ამ სიტყვებით გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა მიმართა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კონკრეტული ქვეყნები არ დაასახლა, თუმცა სპეციალური მიმართვის დროს აღნიშნა, რომ სიძულვილს ყველა ერთად უნდა ებრძოლოს.

"ვირუსს არ აინტერესებს ვინ ვართ ჩვენ, სად ვცხოვრობთ და რისი გვწამს, მიუხედავად ამისა პანდემიის პირობებში გრძელდება სიძულვილის, ქსენოფობიის, ურთიერთბრალდებებისა და დაშინების ცუნამი. ამიტომაც მოგიწოდებთ რომ გლობალურად შეწყვიტოთ სიძულვილის ენის გამოყენება. მე მოვუწოდებ ყველას ერთად დადგნენ სიძულვილის წინააღმდეგ, ერთმანეთს პატივისცემით მოეპყრონ და გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა სიკეთის გავრცელებისთვის," - განაცხადა ანტონიო გუტიერეშმა.

დღის ამბები