30 ნოემბერი 2024,   01:58
ვრცლად
კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 45 წლის ქალია, ის გორის ჰოსპიტალში მკურნალობდა

კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 45 წლის ქალი COVID 19-ის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში მკურნალობის დღიდან იყო მძიმე, რასაც განაპირობებდა თანმხლები დაავადებები.

პაციენტი სამხედრო ჰოსპიტალში ვირუსული ინფექციის ნიშნებით 29 მარტს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გადმოიყვანეს. ლუგარის კვლევით ცენტრში ჩატარებული PCR ტესტირების შედეგად მას კორონავირუსი დაუდასტურდა. პაციენტს აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები - არტერიული ჰიპერტენზია და უნივერსალური სიმსუქნე.

პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც ვლინდებოდა ორმხრივი პნევმონია, მრავლობითი ინფილტრაციები ე.წ. "დაბურული მინის" ტიპით. მოგვიანებით განვითარდა ორმხრივი სპონტანური სისხლჩაქცევა თხემ-კეფის მიდამოში (ნეიროქირურგიულად შეფასდა როგორც ინოპერაბელური). მდგომარეობა შეფასდა როგორც კრიტიკული, რის გამოც მას  რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდნენ. მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლის მიხედვით, თუმცა ვირუსის შედეგად გამოწვეული სხვადასხვა დაავადების გართულებით, ექიმების მცდელობის და ძალისხმევის მიუხედავად, ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა. 

დღის ამბები