04 მაისი 2024,   00:43
ვრცლად
გაერთიანებულ სამეფოში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 30 ათასს გადააჭარბა

გაერთიანებულ სამეფოში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 30 ათასს გადააჭარბა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, 539 ადამიანი დაიღუპა.

ინფიცირებულია 207 ათასზე მეტი პაციენტი. სახელმწიფო მდივანი დომინიკ რააბი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ სოციალური დისტანციის ზომების უგულებელყოფის შემთხვევაში, ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი კვლავ გაიზრდება.

"ჩვენ პიკი გადავლახეთ, პანდემიის ფონზე დავინახეთ, რომ ქვეყანას პანდემიის ფონზე აღჭურვილობის კუთხით სერიოზული გამოწვევა ჰქონდა. თუ რეკომენდაციები არ შესრულდება, მკაცრ ზომებს ისევ დავაბრუნებთ" - აცხადებს დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი დომინიკ რააბი.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კი, საგანგებო ზომების შემსუბუქების შემდგომი ფაზის დეტალებს მოქალაქეებს კვირას გააცნობს.

დღის ამბები