04 მაისი 2024,   02:48
ვრცლად
ავსტრალია ზომების შემსუბუქებაზე გადადის

ავსტრალია ზომების შემსუბუქებაზე გადადის. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კოტ მორისონმა, აკრძალვების მოხსნის 3 ეტაპიანი პროგრამა წარადგინა. პრემიერის განცხადებით, პირველი ივლისისთვის სამუშაო ადგილებს 1 მილიონი ადამიანი დაუბრუნდება.

ავსტრალიაში საგანგებო მდგომარეობა მარტში გამოცხადდა. ქვეყანაში COVID-19-ის 7,000 შემთხვევაა დაფიქსირებული, ვირუსით კი 100 ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები