04 მაისი 2024,   02:01
ვრცლად
იტალია, რომელიც ვირუსით ყველაზე მეტად დაზარალდა რეგულაციების მოხსნის მეორე ფაზაში გადავიდა

იტალია ერთ-ერთია იმ ქვეყნების რიცხვში, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა. ქვეყანა COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციების მოხსნის მეორე ფაზაში გადავიდა. იტალიაში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამეში 274 ადამიანი გარდაიცვალა, რაც წინა დღის მაჩვენებელზე 100-ით ნაკლებია.

იტალია ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. ქვეყნის ეკლესიებში მესა, ნათლობა, ქორწილი და დაკრძალვის ცერემონიები 18 მაისიდან იმ პირობით განახლდება, თუ შესაბამისი წესები დაცული იქნება.

მორწმუნეებს მოუწევთ ნიღბების ტარება და დისტანციის დაცვა, იმ წესების შესაბამისად, რომელიც სამეცნიერო კომიტეტმა დააწესა.

დღის ამბები