10 სექტემბერი 2026,   09:24
ვრცლად
ჩოხატაურის აგრარული ბაზარი ფუნქციონირებას კვირას დაიწყებს

კვირას ჩოხატაურის აგრარული ბაზარი ფუნქციონირებას დაიწყებს. ადმინისტრაციის განცხადებით, საკვირაო ბაზრის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სურსათის უვნებლობის სამსახურის მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდა.

უკვე შეძენილია დამატებითი დახლ-მაცივრები, სოციალური დისტანციისთვის კი ტერიტორია დახაზულია. ასევე, შეძენილია თერმომეტრი თერმოსკრინინგისთვის.

ბაზარში შესვლა და გამოსვლა, რეკომენდაციების შესაბამისად, სხვადასხვა ლოკაციიდან განხორციელდება.

დღის ამბები