სამეგრელოდან ვირუსის სიმპტომების მქონე საეჭვო პაციენტების ლაბორატორიულ კვლევაზე გაგზავნილი ყველა 129 ბიოლოგიური ნიმუშიდან 128 უარყოფითია, ერთის პასუხი კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
რაც შეეხება რუხის კლინიკაში მოთავსებულ ინფიცირებულ პაციენტს, საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ნიკოლოზ ქარცივაძის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტს, რომელიც საკარანტინო ზონიდან კლინიკაში 6 მაისს გადაიყვანეს, მსუბუქი პნევმონია აქვს.
რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში - 168, კარანტინში კი 78 ადამიანი რჩება.