გორში, ეტლით მოსარგებლე 80 წლის მოხუცი, რომელიც ქუჩაში დარჩა დახმარებას ითხოვს.
ის ყვება, რომ სახლის ფართის მეპატრონემ, სადაც ის ბინას შვილთან ერთად ქირაობდა, დილით სახლიდან თანხის გადაუხდელობის გამო გამოაგდო. ოჯახი გარკვეულ დროს ითხოვდა, რომ ქირის ფული შეაგროვოს ან სხვა საცხოვრებელი მოძებნოს, თუმცა მათი განცხადებით ბინის მეპატრონე უარზეა.
250 ლარის უქონლობის გამო, 80 წლის ქალი ღია ცის ქვეშ რჩება, მას ღამის გასათევი არ აქვს.