06 სექტემბერი 2026,   15:28
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა იზრდება - მთავრობის მიერ მომზადებული ვებგვერდის stopcov.ge ინფორმაციით, ვირუსი კიდევ 12-მა ადამიანმა დაამარცხა და საერთო ჯამში, უკვე 309 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ინფიცირებულთა რაოდენობა კი 635-ს შეადგენს. 

Covid 19-მა საქართველოში 10 ადამიანი იმსხვერპლა. 

კარანტინის რეჟიმში 4717 პირი იმყოფება, მათ შორის - სამშობლოში სხვადასხვა ქვეყნიდან დაბრუნებული მოქალაქეები. 

 

დღის ამბები