18 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
აშშ-ში სახლში გასაკეთებელ ტესტებზე ნებართვა გასცეს - მეცნიერები კორონავირუსის დასადგენად ახალი მეთოდების დანერგვაზე მუშაობენ

პანდემიური სიტუაციიდან გამოსვლის პარალელურად, მეცნიერები ვირუსზე ზუსტი პასუხის დასადგენად ახალი მეთოდების დანერგვაზე მუშაობენ.

მსოფლიოში სწრაფი ტესტების ხარისხი იზრდება , ჩინეთისა და კორეის შემდეგ აშშ -მა ახალ ანტიგენურ ტესტს მწვანე შუქი აუნთო. სწრაფ ანტიგენზე დამყარებული ტესტი მასობრივი გამოკვლევებისთვის გამოიყენება  ან იმ შემთხევაში, თუ PCR ტესტი ხელმისაწვდომი არ არის. ამასთან, სწრაფი მეთოდით მიღებული დადებითი პასუხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და მონაცემების გადამოწმება მაინც ე.წ. ოქროს სტანდარტით უნდა მოხდეს.

ინფექციონისტები, რომლებსაც ყოველდღიური შეხება აქვთ ინფიცირებულ პაციენტებთან, ამბობენ, რომ საქართველოში პაციენტებიდან და არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ანტიგენის ტესტის საჭიროება არ არსებობს.

იმუნოლოგებს ე.წ სწრაფი ტესტების ეფექტურობის არ სჯერათ. ბიძინა კულუმბეგოვის ინფორმაციით, PCR ტესტი ზუსტი ანალიზის აღების შემთხვევაში 100 %-ით ადგენს კოვიდ-19 -ს, ანტიგენის შემთხევაში კი ცდომილების უფრო მაღალი ალბათობა არსებობს.

შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაციამ უკვე გასცა ნებართვა კორონავირუსის იმ სახეობის ტესტებზე, რომელთა გამოყენებაც სახლშია შესაძლებელი. ტესტის ღირებულება 150 დოლარი იქნება. ბოლო 3 თვეა, ჩინეთსა და კორეაში ანალოგიური სწრაფი ტესტი აქტიურად გამოიყენება. 

დღის ამბები