საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული სამი ახალი შემთხვევა თეთრიწყაროს კლასტერს უკავშირდება და სამივე მათგანი ანაკლიის საკარანტინო ზონაშია მოთავსებული. მათ, სავარაუდოდ, რუხის კლინიკაში დღესვე გადაიყვანენ. მათგან ორი - 60 და 70 ქალი და მამაკაცი ერთი ოჯახის წევრია, მესამე კი 25 წლის ქალია.
რაც შეეხება ზუგდიდის ინფექციურ კლინიკაში გამოკვლეულ სხვა პაციენტებს, გუშინ აღებული ყველა ბიოლოგიური ნიმუშის პასუხი უარყოფითია.