დღევანდელი მონაცემებით, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირებული ახალი დადასტურებული შემთხვევების ციფრს, რაც სპეციალისტებს დადებითი პროგნოზების საშუალებას აძლევს.
დღეს კორონავირუსისგან 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მაშინ, როდესაც ვირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3-ს შეადგენს.
ჯამში, საქართველოში კორონავირუსისგან 317 პაციენტი განიკურნა. ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი კი 638-ია.
ქვეყანაში COVID 19-ით 10 ადამიანი გარდაიცვალა.